ბილი აილიშმა დიდი ხნის ოცნება აისრულა.
,,ყველაფერი შესაძლებელია”, – ასეთი აღწერა გაუკეთა 17 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტს, რომელზეც ჯასტინ ბიბერი მონიშნა.
View this post on Instagram
BAD GUY FEAT. JUSTIN BIEBER OUT NOWWW OMGFFFFGGG ANYTHING IS POSSIBLE MAN
ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა შემსრულებელმა კანადელ კოლეგასთან ერთად, თავისი ჰიტის – bad guy რემიქსი ჩაწერა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯეი ბის დიდი თაყვანისმცემელია, რაზეც მან ,,ელენთან” სტუმრობისას ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ bad guy ბილი აილიშის სადებიუტო სტუდიური ალბომის – When We All Fall Asleep, Where Do We Go? მეხუთე სინგლია. სიმღერის რელიზი 29 მარტს შედგა.
