LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

პარლამენტთან მოშიმშილე ადვოკატი ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის შედარებით დამძიმდა, თუმცა მიუხედავად ამისა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას არ შეწყვეტს.

ამასთან, კიდევ ერთი მოშიმშილის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია 24-ე დღეა რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.