LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმიდან სარფის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმიდან სარფის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეების თქმით, ისინი საზღვარს ვერ კვეთენ და ამის მიზეზი მათთვის უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია სარფის მიმართულებით მოძრაობას აწესრიგებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას.