LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილ ფიფის დედამ გარდაცვლილი რეპერის ახალი ალბომი დააანონსა (ფოტო)

21 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი რეპერის – ლილ ფიფის დედამ, ლაიზა ვომეკმა შვილის გარდაცვალების შემდგომი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ფირფიტაში, რომლის სახელწოდება და რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის  აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები და ის ტრეკები შევა, რომლებზეც არტისტი სიკვდილამდე მუშაობდა.

 

View this post on Instagram

 

Yep.

A post shared by @ lilpeep on

ცნობისთვის, ლილ ფიფმა სიცოცხლეში მხოლოდ სადებიუტო სტუდიური ალბომის – Come Over When You’re Sober, Pt. 1 გამოცემა მოასწრო.  პოსტ-ემოს აღორძინების ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი 2017 წლის 15 ნოემბერს, ქსანაქსის გადაჭარბებული დოზით მიღებამ იმსხვერპლა.