LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირის ამოკერვის მიზნით თვითდაზიანება მიიყენა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს. მან თვითდაზიანება ნაწილობრივ უკვე მიიყენა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.