ოფსეტმა თაყვანისმცემლებს ის უიშვიათესი კადრები გაუზიარა, როცა ამერიკელი რეპერი ოთხივე შვილთან ერთად პოზირებს.
ოფსეტი სადებიუტო სტუდიური ალბომის გარეკანზე შვილებთან ერთად გამოჩნდა (ფოტო/ვიდეო)
სიახლის გარეკანზე, 27 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლი თავის ოთხ შვილთან, ორ ვაჟთან და ორ გოგონასთან ერთად არის აღბეჭდილი.
ფოტოები, რომლებიც ინტერნეტს ელვის სისწრაფით მოედო, 27 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლისა და მისი კოლეგა მეუღლის, ქარდი ბის პირველი საერთო ქალიშვილის, ქალჩერ კიარის იუბილეზეა გადაღებული.
გოგონა 10 ივლისს, 1 წლის გახდა. პატარას მშობლებმა გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულება მანჰეტენზე, 400,000 დოლარი დაჯდა.
ცნობისთვის, ოფსეტი კიდევ ერთი ქალიშვილის, 4 წლის ქალია მარისა და ვაჟების, 8 წლის ჯორდანისა და 4 წლის ქოდის მამაა, რომლებიც მას წინა ურთიერთობებიდან ჰყავს.
