Universal Pictures-მა ინტერნეტში ,,კატების” ეკრანიზაციის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გამოაქვეყნა.
ვიდეოში, ჯენიფერ ჰადსონი, ტეილორ სვიფტი, ჯეისონ დერულო, ჯუდი დენჩი, რებელ უილსონი, ჯეიმს კორდენი და იდრის ელბა, მაყურებელს ფილმზე მუშაობის ემოციებს უზიარებენ.
ცნობილი გახდა, რომ კინოსურათის თრეილერი 19 ივლისს გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ტომას ელიოტის საბავშვო ლექსების მიხედვით შექმნილი ენდრიუ ლოიდ უებერის ლეგენდარული მიუზიკლი – ,,კატები”, ბროდვეიზე 1981 წელს დაიდგა. საკულტო ნაწარმოების რიმეიქი ტომ ჰუპერის რეჟისორობით, დღის სინათლეს 20 დეკემბერს იხილავს.
