რუსთავი 2-ის სახეს და საინფორმაციოს უფროსს – ნოდარ მელაძეს არ სჯერა, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის. ის “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ზაფხულში შეიძლება მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგან, მაგრამ მისი თქმით, ყველაფერს კარგად მოამზადებენ, რომ სექტემბერში არხის გასაკონტროლებლად ყველა ინსტრუმენტი ჰქონდეთ.
“არ გვჯერა ამის, როგორ უნდა დავიჯეროთ. 4 წელი ჩვენ ვიყავით ომში და საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მისამართით. შესაბამისად, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ისევ ისეთი კრიტიკული ყოფილიყო კურიერი, როგორც მანამდე”, – ამბობს მელაძე ინტერვიუში.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აქვეყნებს ფოტოებს
ნოდარ მელაძე: „წლობით ნაშენები გამოუსწორებლად ინგრევა“
მისი თქმით, არც მას და არც გუნდს, არ სჯერათ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.
