LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან [ვიდეო/ფოტო]

პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ხანძარი ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ კაშტელუ-ბრანკუს მახლობლად გაჩნდა.

უსაფრთხოების მიზნით, ერთ-ერთი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

https://www.youtube.com/watch?v=FxtEpdPut4A

ხანძრის შედეგად დაშავებულია რვა ადამიანი, რომელთა შორის შვიდი მეხანძრეა. ცეცხლის ჩაქრობას ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიაში 2017 წელს, ტყის ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.