LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე ხვალ გამოკითხავენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოიკითხება.

გამოკითხვა რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების საქმეზეა დანიშნული.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მივა.

20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.