„რადიო დუეტს” მომღერალი ავთო ჩადუნელი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „განა რამეა”ასეთია ახალი ნამუშევრის სახელწოდება, რომელიც ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, მან გადაცემაში მონაწილეობა სატელეფონო ჩართვის საშუალებით მიიღო. პირდპირი ეთერის ფარგლებში ავთომ ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა, საუბარში კი აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი პაუზა გამოუვიდა, ეს სიმღერა ღირდა ლოდინად…
ავთო, რა ხდება შენს შემოქმედებაში და რას გვეტყვი ახალ სიმღერაზე?
განსხვავებული ჟანრია, მსგავსი ჯერ არ გაგვიკეთებია და ვნახოთ როგორ აიტაცებს მსმენელელი, ხშირად მეკონტაქტებიან მსმენელები სოციალურ ქსელში და ძალიან მახარებენ და მამხიარულებენ. სიმღერის „რა ლამაზია, რა მშვენიერია ზეცა” ნახვები დაახლოებით ნახევარ მილიონზეა ასული, მაგრამ მე ვფიქრობ მთავარია არა კომერციალიზაცია არამედ გულით მოეკიდო საქმეს.
ცირა ბზიშვილი:
ცოტა დიდი პაუზა გამოუვიდა ავთოს, მაგრამ ვფიქრობ რომ კარგი სიმღერა გამოვიდა, შანსონის ჟანრია, გულრწფელი სიმღერაა. ამ ბოლო დროს გადავწყვიტე ყოველდღიური სამეტყველო ენა შემეტანა ჩემს სიმღერებში, ყოველთვის მხიბლავდა ეს სიტყვა „განა რამე” ბევრის მთქმელია და გადავწყვიტე სწორედ ეს დამერქმია ახალი სიმღერისთვის. ავთოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან კომფორტულია მუშაობის პროცესში, იაზრებს და აკეთებს ყველაფერს, პასუხისმგებლობით სავსეა. უკვე ბევრი ჩემი სიმღერა დაუგროვდა, მის ალბომს ჩემი სიღერის სახელწოდება „მე ყოველდღე მიყვარდი” ქვია. მინდოდა ამჯერად განსაკუთრებული რაიმე დამეწერა მისთვის, ისეთი რაც აქამდე არ ქონია, შანსონი შევთავაზე, მოეწონა იდეა, შემდეგ უკვე ძალიან მოუხდა მის ხმას და გავაკეთეთ კიდეც ახალი სიმღერა.

ავთო:
ცირას მიერ დაწერილი სიმღერები ყოველთვის ჩემზეა მორგებული და უდიდესი შრომა აქვს თითოეულ მათგანში ჩადებული. ცირას სიმღერას როდესაც ვისმენ მაშინვე ისტორია იბადება, ყოველთვის ღირს ლოდინად. ღმერთს მადლობა, რომ ყოველთვის ისეთ ადამიანებს მახვედრებს, რომლებიც დიდ, დადებით როლს თამაშობენ ჩემს ცხოვრებაზე. მადლობა ”არ დაიდარდოს” აქ თავს ისე ვგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ერთსაც აღვნიშნავ, გიტარის პარტიას ხვიჩა მაღლაკელიძე ასრულებს და უდიდესი მადლობა მას გვერდში დგომისთვის. მოისმინეთ, შეაფასეთ, შეიყვარეთ და არ დაიდარდოთ…
მადლობა სტუმრობისთვის…
ავთო ჩადუნელი – განა რამეა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ავთო ჩადუნელი – ისეთ სიმღერას გიმღერებ. Live
ავთო ჩადუნელი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



