LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 წლის ასაკში მსახიობი რუტგერ ჰაუერი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში მსახიობი რუტგერ ჰაუერი გარდაიცვალა. მსახიობი პასარკევს გარდაიცვალა, თუმცა მედიამ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაავრცელა. ჰაუერის აგენტმა დაადასტურა , რომ მსახიობი საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა.

რუტგერ ჰაუერს უამრავი წარმატებული როლი აქვს კინოში. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „დანის პირზე მორბენალი“ და „გაქცევა სობიბორიდან“. ამ უკანასკნელმა მსახიობს „ოქროს გლობუსი“ მოუტანა.