LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენ ჰეთეუეი მეორედ გახდება დედა

36 წლის ენი ენ ჰეთეუეიმ  სიხარულით შეატყობინა თაყვანისმცემლებს, რომ მალე მეორედ გახდება დედა და Instagram-ში საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა. მსახიობ ადამ შულმანთან ერთად ჰეტეუეი უკვე ზრდის სამი წლის ჯონატანს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მოუთმენლად ელის უმცროსი დაიკოს ან ძამიკოს დაბადებას.

 

რამდენიმე დღის წინ ელენ დეჯერენსის შოუში, მსახიობმა აღიარა, რომ დიდხანს ნატრობდა მეორე შვილის შეძენას, რადგან დედობამ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი წარმოდგენა ცხოვრებაზე, „ახლა თავს უფრო ძლიერად ვგრძნობ, საკუთარი შესაძლებლობების მჯერა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს პატარა ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება“.