LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინზე ხანძარია [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, რესტორან “ვეფხი და მოყმეს” მიმდებარე ფერდობზე ხანძარია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სასწრაფო დახმარების მანქანები. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებთან მისვლა უჭირთ.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.