LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი – გუბაზ სანიკიძე

დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის განცხადებით, ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ხელისუფლების კრახს დააჩქარებს.

“ირაკლი ოქრუაშვილი სახეელმწიფო გადატრიალების ბრალდებითაა დაკავებული. დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. ისე ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ ეს მისი ძალიან სერიოზული შეცდომაა და აწი ელოდოს სურპრიზებს”, – განაცხადა სანიკიძემ.