LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგა ხანია ასე არ დავღლილვარ ემოციურად, აღარ მინდა არაფერზე წერა – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში 20-21 ივნისის მოვლენებს იხსენებს და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ რაზეც არ ვღელავთ, ის არ გამოსწორდება არასდროს.

“კარგა ხანია ასე არ დავღლილვარ ემოციურად. აღარ მინდა არაფერზე წერა. მინდა გავიჯახუნო ფბ-ს კარი და წავიდე რაჭისკენ.
ვერანაირად, ადამიანებისთვის დამიზნებით სახეში სროლა ვერ გადავამუშავე.
დანარჩენი ყველაფერი, რაზეც ხალხი ღელავს, ვღელავთ, ადრე თუ გვიან, გამოსწორდება და დალაგდება. უშველებელი არაფერია.
რაზეც არ ვღელავთ, მხოლოდ ის არ გამოსწორდება არასდროს”, – წერს ფანჯიკიძე.