მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:24-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სიყვარულის, ხელოვნების და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 21 აგვისტომდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში რომანტიკულ გრძნობებს, არტისტულ ნიჭს და ხელოვნების მიმართ ინტერესს გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითანალიზისა და საკუთარ თავთან გულწრფელობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და სარფიანი გარიგებების განსახორციელებლად, აუქციონისა და კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, ფეხით სეირნობისა და ლაშქრობის მოსაწყობად. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმიოთ, კვერცხით, მოხარშული ხორცით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, რაუხტოპაზი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს და კირჩხიბს.
