LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euronews – ქუთაისი იმედოვნებს, რომ ავტომობილების გლობალურ წარმოებაში მოწინავე იქნება

Euronews საქართველოში ელექტრომობილების წარმოების თემას ეხმაურება და ქუთაისის შესახებ წერს.

„ქუთაისი იმედოვნებს, რომ ავტომობილების გლობალურ წარმოებაში მოწინავე იქნება ელექტრონული ავტომობილების საწარმოს გახსნის შემდეგ,  რომელიც წელიწადში 4 000 მანქანის გამოშვებას გეგმავს, – ნათქვამია ცნობილი მედიასაშუალების ვრცელ სტატიაში, სადაც ასევე დეტალურად წერია პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შესახებაც.

როგორც Euronews იუწყება, პროექტი საქართველოს სამრეწველო ჰოლდინგ AiGroup-ის და ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მანქანათმშენებელი კორპორაცია Changan-ის ინვესტიციით ხორციელდება, რომელიც მსოფლიოში ავტომობილების ისეთი უმსხვილესი მწარმოებლების პარტნიორია, როგორებიცაა:  „ფორდი“, „ფოლკსვაგენი“, „ვოლვო“, „მაზდა“ და „სუზუკი“.

ცნობილი მედიასაშუალება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მამუკა ბახტაძე პროექტს ენთუზიაზმით უყურებს . „პროექტს დადებითი გავლენა ექნება ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურაზე იმდენად, რამდენადაც 2 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და იმავდროულად დაგვეხმარება საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში“, – ამბობს პრემიერი.