LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 15:32 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განთავისუფლდით უარყოფითი ენერგიისგან და შეიქმენით პოზიტიური განწყობა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმან უსიამოვნებებს და გარშემომყოფთა პროვოკაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად, აუქციონების და კონფერენციების მოსაწყობად, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, სავაჭრო და ფინანსური გარიგებების განსახორციელებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. არ ღირს ნიშნობის მოწყობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს და კუჭს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე აქვამარინი, ზურმუხტი, იასპი, ტოპაზი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.