LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 2 მუშა თხრილში ჩავარდა, ერთის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მუშები, რომლებიც ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე მუსაობდნენ, თხრილში ჩავარდნენ. ორივე მათგანი საკანალიზაციო არხს თხრიდა და სწორედ ამ დროს ჩავარდნენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ -ერთი მამაკაცი მალევე ამოიყვანეს, ხოლო მეორის ამოყვანა კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.

რაც შეეხება დაშავებული მუშას, ის სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.