„რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი პაატა თედიაშვილი იყო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან ახალი სიმღერის რადიო პრემიერა შემოგვთავაზა. „ბევრი მზე” ასეთია ახალი საავტორო ნამუშევრის სახელწოდება, რომლის არანჟირება პაატა ფაცურიას ეკუთვნის. თანამედროვე ჟღერადობა და ლათინო-ამერიკული რითმები საბოლოო ჯამში საზაფხულო განწყობას შეგიქმნით…
როგორ ხარ, რა სიახლეებია შენთან?
კაბადოკიაში გახლდით, ტურისტული და შემოქმედებითი ამბავი იყო ერთდროულად, ახალგაზრდულ ბანაკს ვახლდი, 400 სტუდენტი და მოსწავლე იყო, მათი სპორტული, შემოქმედებითი, შემეცნებითი აქტივობების მონაწილე ვიყავი, ხშირად ვახლავარ ხოლმე ამ ბანაკს. კაბადოკიის შემდეგ ფესტივალზე ვიყავი მესტიაში, შემდეგ გადავედი ქობულეთში ქორეოგრაფთა კავშირს შევუერთდი და 11-ში ვგეგმავ ჭიათურაში „თემობის დღესასწაულზე” წასვლას.
პიარის თემას შევეხოთ, ისევ იგივე ტემპში აგრძელებ მოღვაწეობას?
მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მოდუნებული, ასეთი ვიყავი ბავშვობიდან. იმ რეპერტუარმა, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ფოლკლორს თავისი მიმართულებები მომცა, როდესაც გაცვია ჩოხა, შენი ქვეყნის წარსულზე, ეთნოგრაფიაზე საუბრობ, როგორი კოლაბორაციაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი არ გაძლევს ფართოდ წასვლის და გაშლის საშუალებას, ახლა ვარ ის, რაც ვარ რეალურად და როგორიც ვიყავი ბავშვობიდან, მაშინაც ვიყავი ის რაც ვარ, უბრალოდ უფრო მეტი სამსახიობო პასაჟების გამოყენება მიწევდა.

ცხოვრების რიტმი აჩქარდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს საზოგადოებას, პროგრესულად ვითარდებით ამ კუთხით, თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ფერადი ყოველთვის ინდივიდუალიზმს ეძებს ხელოვანში, მათთვის მნიშვნელოვანია, შენ როგორც ინდივიდი რას წარადგენ მათ წინაშე, ისინი არ გპატიობენ თუ არ ხარ გულახდილი, მაშინვე გრძნობენ და გეუბნებიან, ეს არის ძალიან მისასალმებელი, ჩვენ კლიშეების ქვეშ ვიყავით, ეტიკეტებს ვიცავდით დღეს კი სოციალურ ქსელში ძალიან გახსნილად გესაუბრებიან, მიგითითებენ. ადამიანის ერთმა სიტყვამ ან ქმედებამ შეიძლება ინსპირაცია მოგცეს.
სიმღერა ”ბევრი მზე” ოგვიყევი შექმნის ისტორია?
დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაკლია მზე, გართობა, პოზიტივი და ეს სიმღერაც სწორედ ამ თემას ეხმიანება, ტექსტი და მელოდია ჩემია, არანჟირება პაატა ფაცურიას ეკუთვნის. თანამედროვე ჟღერადობაზეა აგებული, ლათინო ამერიკული მიმართულებებია, რეჩსაც მოისმენთ, საბოლოო ჯამში საზაფხულო განწყობას შეგიქმნით.
მადლობა სტუმრობისთვის…
პაატა თედიაშვილი – ბევრი მზე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
პაატა თედიაშვილი – გოგოვ გენაცვალები. Live
პაატა თედიაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


