LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ვინც სულ ფულს მათხოვრობს, ისინი აგიფოფრდებიან და გიმტკიცებენ, რომ მშვენიერია ყველაფერი…“

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც მატერიალურად ყველაზე მეტად უჭირთ და ქვეყანა რომ ინგრევა, მაინც აღნიშნავენ, რომ გარშემო ყველაფერი მშვენიერია.

ნათია წერს, რომ ასეთ ადამიანებზე დარდი დაასრულა:

„ქვეყანა რომ ინგრევა, ასი პრობლემა ერთად რომ ამოხტება და ტიპები ლა ლა ლააა… აუტიზმში რომ გადიან, ყვავილებს, გოჭებს და ჩიტებს რომ პოსტავენ, ან ატმებს კრეფენ, აი, ეგრე ადეკვატური გადავწყვიტე ვიყო. ისედაც ჩემი საყვარელი გასართობია ასეთობები.

რათა? ჯერ ერთი რომ ბევრი საქმე მაქვს ჩემი და ობიექტურად არ მცალია. მერე მეორე, გულის ხეთქვების საჭიროებას ვერ ვხედავ სწორედ იმ ხალხში, ვინც წესით თავად უნდა იხეთქავდეს გულს უპირველესად, ვინც სულ ფულს მათხოვრობს, ვინც სულ კაპიკებს ითვლის, ვინც ყველაზე დაუცველად გრძნობს თავს, რადგან “პატრონი სჭირდება და არა ჰყავს”, აი რომ გგონია, მათი კატეგორიის მიმართ თანაგრძნობის გამო გეფლითება გული და სწორედ ისინი რომ აიფოფრებიან და გიმტკიცებენ, რა მშვენიერია ყველაფერი, რაც გარშემო აკრავთ, ფიქრდები მერე, გიჟი ვარ ოხერი? კი მაქვს მაცივარში ორიოდე ბრიკეტი კარაქი და თაროზე კარგი ყავა. თვითგაბრაზებას ვერ ვიტან, ჩემი სასიცოცხლო მამოძრავებელი ენერგია ბრაზისგან ბუყბუყი არაა, დისჰარმონიულ სიტუაციებს ვერ ვიტან, რაჭველი ვარ, სად შემიძლია, ხოდა დავამთავრე ერის წყლულზე დარდი, ჩემმა მზემ. დაიღლებით და მოგინდებათ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, შემოიხედეთ გენაცვალეთ. ნუ ახლა, პერსონალურად თუ ვინმეს ჩაგრავენ და გადავაწყდი, ხელებს არ დავიბან, ცხადია და გამოვხატავ მხარდაჭერას. დანარჩენი თავად იდარდოს, მან, ვინც უნდა იდარდოს. არ იდარდებს და ეგეც, აი დარდი. I’m out.

ამას იმიტომ ვწერ, აწი სულ გოჭებს და ბატკნებს რომ ნახავთ, არ გეგონოთ გააფრინაო, რაციონალური გადაწყვეტილებაა-მეთქი, მოგახსენეთ“.