51 წლის სელინ დიონი ყველა ექსპერიმენტისთვის მზადაა. მედია ჯერ კიდევ წერს მისი რეზონანსული ლუქების შესახებ პარიზის მოდის კვირეულიდან. მომღერალი კი არ აყოვნებს და საზოგადოებას ახალ თავსატეხს უჩენს. ამჯერად ვარსკვლავი Harper’s Bazaar Icons-ის სპეციალური ნომრის გმირი გახდა და ძალიან ეპატაჟურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
მომღერალმა ახალი ფოტოსესიისთვის თმა შეიჭრა და მისი ცნობა ერთი შეხედვით რთულია. ფოტოების ავტორი მარიო სორენტია და სელინი სამი ლეგენდარული ბრენდის, „ალექსანდრე მაკქუინის“, „ბალენსიაგასა“ და „მარკ ჯეიკობსის“ სამოსში პოზირებს.

![]()
![]()
