LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალი სკვერი გაიხსნა

ბათუმში, თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა.

ადაპტირებულ სკვერში, შადრევანი, საპარკინგე ზონა და მწვანე სივრცეები მოეწყო. პროექტის ღირებულება➡ 1 100 362 ლარი.

ახალ სკვერში მოსახლეობამ, ხეების დარგვის აქციის ფარგლებში, 200-ზე მეტი ფოთლოვანი, წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარე დარგო.

შემოდგომაზე ტერიტორიაზე დიდი ზომის მარადმწვანე ხეები დაირგვება.

ახალი სკვერის სახელწოდება ელექტრონული გამოკითხვის შედეგად შეირჩევა.