LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ს 60 წლიანი ევოლუცია 5 წუთში ჩაეტია (ვიდეო)

ერთ ვიდეორგოლში, რომლის ხანგრძლივობაც მხოლოდ 5 წუთია, „ფერარის“ 60 წლიანი ისტორია ჩატიეს. კადრში იტალიური ბრენდის ყველა გამორჩეული მოდელი მოხვდა.

ვიდეო სპორტულ Youtube-არხზე Cars Evolution-ზე გამოქვეყნდა.

ყველაფერი Ferrari 250 GTO-ით იწყება. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ავტომობილია რომელმაც გასულ წელს რეკორდი მოხსნა და აუქციონზე გაყიდულ ავტომობილთა შორის ყველაზე ძვირად შეფასდა. სუპერქარის საბოლოო ღირებულება 48,4 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ერთმა კოლექციონერმა მის მოსაპოვებლად 80 მილიონიც უპრობლემოდ გადაიხადა.

შემდეგ მოდის 1984 წლის მოდელი 288 GTO, რომელიც 272 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვიდა. ეს ავტომობილი, ბრენდის დამაარსებლის ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი ბოლო მოდელია.

Ferrari Enzo 2003 გახდა პირველი ავტომობილი, რომელმაც კომპიუტერული მართვის სისტემები მიიღო, 10 წლის გასვლის შემდეგ ბრენდმა 963 ძალის ჰიბრიდი LAFerrari გამოუშვა.

ვიდეოს ცოტა ხნის წინ გამოჩენილი სუპერჰიბრიდი SF90 Stradale ასრულებს. ეს არის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი, რომელიც Ferrari-ს ოდესმე გამოუშვია.