ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ საქმეს ეხმაურება, რის გამოც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მაგისტრი მოსამართლის მიერ ამ წუთებში იკითხება და აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად ებრძვის ბიძინა ივანიშვილი ნიკას, მით უფრო ეფექტურ ოპონენტს იღებს.
„ცხადია ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოტივაციაა, ხელი შეუშალოს ნიკას მიერ დაანონსებული ტელევიზიის გაკეთებას. გამოვრიცხავ, რომ დაიჭიროს, მაგრამ სამაჯურს ალბათ გაუკეთებს.
ჰოდა, ვხედავ ნიკას სახლიდან სტუდიურ ჩართვებს, სამაჯურით კადრში. იქნება უპრეცედენტო გადაცემა, სუპერ რეიტინგით:) ან ჯანდაბას, თუ დაიჭერს, პირდაპირებს ციხის პერიმეტრიდან (ცხადია სხვა წამყვანით).
ანუ, რაც უფრო მეტს ებრძვის ბიძინა ნიკას, მით მეტად ეფექტურ ოპონენტს იღებს. ერთი რუსთავი 2 -ით “იხეირა” და მეორე ნიკასთან ომით “მოიგებს”.
ჩიხი ჰქვია მაგას, ბატონო ბიძინი, ჩიხი. ,,ზადნით” გამოდით. ისეთი სივიწროვეა, ვერ მოტრიალდებით“.
