LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღარ გვინდა ასეთ ქაქში ცხოვრება! – ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

ის იხსენებს მერაბ მამარდაშვილის ლექციების კრებულიდან ერთ ფრაზას და ამბობს, რომ მოვიდა დრო, საზოგადოებამ სარკეში ჩაიხედოს.

“დაახლოებით 16 წლის ასაკში წავიკითხე პირველად მერაბ მამარდაშვილის ლექციების კრებული. რამდენიმე ფრაზამ მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება, ერთ-ერთი დაახლოებით ასე ჟღერს: კარგია საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლები რომ ვიქნებით, ჩავიხედავთ სარკეში და სანამ გული არ აგვერევა იმაზე, რასაც დავინახავთ, ვერ გავთავისუფლდებით და უკეთესები ვერ გავხდებითო.

მომეწონა ეს აზრი, მაგრამ რათქმაუნდა – ზედაპირულად, ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაშინ, ან უფრო მარტივ პროცესად წარმოვიდგინე, უფრო უმტკივნეულოდ.

თანდათან უფრო მკაფიო გახდა ეს შეგონება და მისი რეალური არსი. ხშირად მახსენდება ეს ფრაზა, ამ დღეებშიც. ძველებმა ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ ხმამაღლა და საჯაროდ (ძალიან მძიმე მოსასმენი კია, მაგრამ როგორმე მოვისმენთ), მოქმედებმა – ბოლომდე გააშიშვლეთ თავისუფლების და თავისუფლებისშემძლე ადამიანების მიმართ შიში და მიუღებლობა – იქნებ მართლა შევძლოთ სარკეში ჩახედვა, ყველას აგვერიოს გული (შერჩევითად გვერევა ჯერ მაინც!) და მივხვდეთ: აღარ გვინდა ასეთ ქაქში ცხოვრება!” – წერს ანა ნაცვლიშვილი.