LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დამსვენებელი, რომელიც ტყეში ოჯახთან ერთად სეირონობდა, შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად გარდაიცვალა

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.