LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს” – ეკა გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ფეისბუკის ოფიციალური გვერდი გატეხეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ავრცელებს.

ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე არათემატური ფოტო აიტვირთა, რომელიც მალევე წაიშალა.

მისი თქმით, ამ წუთებში მომხდარის დეტალების გარკვევას ცდილობენ.

“მეგობრებო საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ფეისბუკის ოფიციალური გვერდი გატეხეს. ვცდილობთ გავაკრვიოთ დეტალები,” – წერს გიგაური Facebook-ის პირად გვერდზე.