LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთ შელაპარაკებისას, ნაცნობს –  დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.