LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში აუზის ტექნიკური გაუმართაობის გამო 44 ადამიანი დაშავდა [ვიდეო]

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე აკვაპარკში, ე.წ  „ცუნამის აუზის“ გაუმართაობის გამო 44 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ტალღის შემქმნელი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც დამსვენებლებს ზედმეტად ძლიერმა ტალღამ გადაუარა.

აუზის მუშაობა დროებით შეჩერებულია, მიმდინარეობს გამოძიება.