დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი, ესთეტური და სამართლიანი სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, გადაუდებელი საქმეების შესრულებისა და ახალი პროექტების დასაწყებად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საიუბილეო საღამოების, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ხელნაკეთი ნივთების და სხვადასხვა აქსესუარის შესაძენად.
ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თაფლი, თხილი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად, თვალების, კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ფირუზი, ჟადეიტი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული, მორიელი, თხის რქა და თევზები.
