ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პორტი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება. მისი თქმით, პროექტს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისთვის, საერთო ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაუგებარია ხელისუფლების დადანაშაულება მაშინ, როცა კონსორციუმს ვალდებულებები რამდენიმეჯერ გადაუვადეს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს პროექტის განხორციელებას – სამინისტრო
ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის აშენების რამდენიმე გზა არსებობს.
„იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა მოიძიოს დაფინანსება ან სახელმწიფოს მოუწევს ნავსადგურის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან მთავრობას არ აქვს სურვილი, ჰქონდეს სახელმწიფო პორტი. გარწმუნებთ, ანაკლიაში პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში.
