LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:27-დან 17:31 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, მოგზაურობა და ახალი ნაცნობების შესაძენა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა –  მიირთვით უცხიმო თევზი და ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს, ელენთაც და კუჭს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა კანის დაავადებების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყავისფერი და ოქროსფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, ონიქსი, მალაქიტი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმოსური ძალების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით კუროს, კირჩხიბს და თხის რქას, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი, სასწორი და მერწყული.