LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასანაურში ახალ რესტორანს ასეთი საინტერესო ინტერნეტი და პაროლი აქვს [ფოტო]

დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში ახალი რესტორანი “გუდა” გაიხსნა.

რესტორანმა გახსნის პირველ დღესვე მიიქცია ყურადღება ანტისაოკუპაციო ინტერნეტისა და პაროლის საინტერესო კომბინაციით.

Wifi-ს სახელი: აფხაზეთისაქართველოა, ხოლო პაროლი: სამაჩაბლო საქართველოა.

თან ამას რესტორანში შესული ყველა კლიენტი გაიგებს, რადგან ეს ყველაფერი მენიუზე საკმაოდ მკაფიოდ წერია.

“ფეისბუქმომხმარებლებმა” იდეა მოიწონეს. მათი უმეტესობა წერს, რომ მენიუ და ინტერნეტი სწორედ ასეთი უნდა იყოს.