LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენდმა The Bearfox ახალი სიმღერა გაავრცელა – ტრეკი „ოღონდ შენ იყავი“  ჯგუფის ახალ ალბომში შევა

ქართული ექსპერიმენტული ჯგუფი The Bearfox  ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ნელ-ნელა  ასპარეზს უბრუნდება – ჯგუფმა ახალი სიმღერა გაავრცელა. „ოღონდ შენ იყავი“  ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ბენდის რიგით მეორე, ქართულენოვანი კომპოზიციაა.  ბიჭები პარალელურად ახალ ალბომზეც მუშაობენ.  აღნიშნული ტრეკი კი ბენდის მომავალ ალბომში შევა.  როგორც მებო ნუცუბიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, ახალი ალბომი სულ მალე, სექტემბერში გამოიცემა.

ცნობისთვის, ჯგუფი The Bearfox ყველასთვის საყვარელმა მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ ირაკლი მანჩხაშვილთან (ბეთხო) ერთად, 2013 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფის დებიუტი 2014 წელს Tbilisi open air-ზე შედგა. იმავე წელს ჯგუფმა კონცერტი პოლონეთში  ფესტივალზე –Inne Brzmienia გამართა. ქართული ექსპერიმენტული ჯგუფის წევრები არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას და ცდილობენ „უბრალოდ აკეთონ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი“.