LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთში თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხე დაეცა.

ამის შესახებ თურქული მედია წერს. შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა. დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.