ბათუმში 19 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ “ფორტუნას” შსს–ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ქუვეითის მოქალაქეა და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება.
ბათუმში, საშაურმეში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა
19 წლის ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას დაზიანება ფეხის არეში სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს–ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
