LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.