საზოგადოება კიდევ ერთხელ ერთიანდება დაავადებასთან საბრძოლველად – ამჯერად თანხის შეგროვება 24 წლის მარიამ ლაბაძისთვის დაიწყო, რომელიც 3 წლის ლილეს დედაა.
მარიამს კენჭის გავლის შემდეგ გაეთიშა თირკმელები და სეფსისი განუვითარდა. მას საქართველოში 2 თვე უშედეგოდ უმკურნალეს, ახლა კი რამდენიმე დღეა თურქეთში აგრძელებს ინტენსიურ რეანიმაციას.
მისი მდგომარეობა მძიმეა, ექიმები გადარჩენის იმედს იძლევიან, თუმცა მკურნალობისთვის 50 000 დოლარია საჭირო.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე შეუძლიათ:
საქართველოს ბანკი GE47BG0000000101097147

თიბისი ბანკი GE35TB7598645061100102
მიმღები: ალიკო შუბითიძე
თანხის გადარიცხვა “ფეისბუქის” მეშვეობითაც შესაძლებელია: https://www.facebook.com/donate/494382711384130/2578671438831990/
„მე შენს გვერდით ვარ! ❤
ეს 24 წლის მარიამია, რომელიც უკვე 4 დღეა თურქეთში ინტენსიურ რეანიმაციას გადის.
მარიამს კენჭინს გავლის შემდეგ გაეთიშა თირკმელები, განუვითარდა სეფისი და თირკმელები თიითქმის აღარ ფუნქციონირებს. სამი თვის ფეხმძიმემ დაკარგა ბავშვი, ორგანიზმი ძალიან დასუსტებული აქვს, ამ პროცესმა თითქმის ყველა ორგანო დაასუსტა და დააავადა.
მარიამს საქართველოში 2 თვე უშედეგოდ უმკურნალეს. ოჯახმა ყვენაიარი მატელრიალური რესურსი ამოწურა. მარიამი 4 დღის წინ თურქეთში გადაიწყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ექიმები გადარჩენის იმედს გვაძლევენ.
ახლა საჭიროა ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება. გთხოვთ, დავეხმაროთ მარიამს და მის 3 წლის შვილ ლილეს“.
