LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოდით თქვე გაჭირვებულებო რაჭაში, მეტი საქმე არა გვაქვს რაჭველებს, წვრილმანებზე ავიშალოთ ნერვი – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, პეტრას ციხეზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რომლის გამოც, დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა.

ნახეთ, რა ტყუილი იკადრა სამღვდელოებამ - პეტრას ციხეზე ივენთი აღარ ჩატარდება

წერილში ეწერა, რომ ფესტივალი "კაზანტიპის" მსგავსი იყო და ის არ უნდა ჩატარდეს

ფანჯიკიძე ორგანიზატორებს ურჩევს, რომ სადაც წინააღმდეგობას უწევენ, იმ ლოკაციებს თავი დაანებონ და რაჭაში ჩავიდნენ, რადგან იქ ასეთ წვრილმანებზე ნერვებს არავინ აიშლის.

„სულ გაწევა-გამოწევა რომაა, ფესტივალი არ ჩატარდეეეს, იქ არ ჩატარდეეეს, აქ არ ჩატარდეეეს, წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას მუსიკა არ მოასმენინოოთ და ეგეთები…

ჩამოდით თქვე გაჭირვებულებო რაჭაში, მეტი საქმე არა გვაქვს რაჭველებს, წვრილმანებზე ავიშალოთ ნერვი. საერთოდაც გაისად მივხვდებით, იყავით თუ დაგვესიზმრეთ. ჩამოდით, ჩამოიყვანეთ სტუმრები, რას ეჭიდავებით, ვისაც არ უნდიხართ. წინასწარ გაგვაფრთხილეთ ოღონდ, მოვემზადოთ, რომ მშივრები არ დაიხოცოთ, მობილიზებას გავუკეთებთ ლობიოს. რაჭის ეკონომიკას მოუხდება ფესტივალი.

იმდენი მიტოვებული ციხეა სამოთხისებურ ბუნებაში, ბედნიერი რომ იქნება ამდენი ჩიტირეკია ადამიანის ხილვით,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.