პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეძღვნება, 412 თეთრი და წითელი ბუშტი ჰაერში გაუშვეს.
როგორც აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 412 ბუშტს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან 412 ადამიანი შეეწირა რუსეთის მხრიდან აგრესიას.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები იბრძოლებენ მიუხედავად იმისა, ამ ბრძოლაში ფავორიტები იქნებიან, თუ აუტსაიდერები.
