LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ომის ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტრანებს შეხვდა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა ვეტერანები: ზურაბ ადუაშვილი, ჯიმი ინატაშვილი და გრიგოლ ტოგონიძე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა და მისი ღირსება იზომება იმით, როგორ ექცევა ის ვეტერანებს, რადგან მათი პატივისცემა ქვეყნის პატივისცემას ნიშნავს და სწორედ ვეტერანთა დაფასებისა და პატივისცემის გამოხატულებაა ეს სახელმწიფო ჯილდოები.