აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას. მოერიდეთ მგზავრობას და მოგზაურობას, არ ღირს ბინის ან სამსახურის შეცვლა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, დასვენებისა და თვითშემეცნებისთვის, ავტომობილისა შესაძენად და გასაყიდად. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური გავლენა უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად,
დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, ლურჯი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ოფსიდიანი, ქრიზოპრაზი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი და ტყუპები.
