„რადიო დუეტს” მომღერლები გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე და თათია გიორგობიანი გიო ხუციშვილის ყველასთვის საყვარელი სიმღერის „ზღვა ღელავს” ახალი ვერსიის რადიო პრემიერით სტუმრობდნენ, გადაცემის ფარგლებში შედგა ცოცხალი შესრულებაც, ახალი სეზონიდან კი მომღერლები ბევრ საინტერესო სიახლეს დაგვპირდნენ…
რაიმე სიახლეებს ხომ არ გვპირდებით გადაცემაში ახალ სეზონზე?
ჩვენთან სულ სიახლეებია, გადაცემას ისეთი ფორმატი აქვს, ყოველ კვირას ახალ სიმღერებს ვთავაზობთ მაყურებელს, ახალ სეზონზე ბევრ სიახლეს და ბევრ კარგ სიმღერას გპირდებით.
გელა , რა სიახლეებია შენს სტუდიაში?
გელა:
ბოლო დროს გადაცემის გამო სტუდიისთვის ვეღარ ვიცლი, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, მაგრამ პერიოდულად ვმუშაობთ რა თქმა უნდა, ახლახან გამოვიდა ქუჩის ბიჭების კლიპი, რომელიც რამდენიმე თვეა მზად აქვთ და შესაფერის დროს ელოდებოდნენ დასაპრემიერებლად, ვფქრობ კარგი გამოვიდა, საზაფხულოა. სხვა გეგმებზე წინასწარ არ მინდა საუბარი, სოლო სიმღერებსაც ვგეგმავ და აღარ დაადგა საშველი დასრულებას, ახლა რადგან გადაცემიდან ვისვენებთ, იმედია მივხედავ.

გოგოებო როგორია თქვენი გეგმები?
თათია:
გადაცემის გარდა გვიწევს გასვლები და პატარა კონცერტები, ახლა მე და გელა სტუდიიდან მოვდივართ საავტორო სიღერას შევეჭიდე და იმედია კარგი გამოვა. მუსიკის და ტექსტიც ავტორი მე ვარ, ქართულენოვანი სიმღერაა.
ბაბი:
ზაფხულში თბილისში ფაქტობრივად არაფერი ხდება და გასვლითი კონცერტები გვაქვს, 9 აგვისტოს მე და თათა ბათუმში ვიქნებით, შემდეგ მე და გელა გადავინაცვლებთ ახალციხეში, ახალ სეზონამდე ვირბენთ ასე საქართველოს გარშემო.
„ზღვა ღელავს” – ახალი ვერსია თქვენი შესრულებით, საიდან გაჩნდა იდეა?
გელა:
სეზონის ბოლო გადაცემაზე რომ ვფიქრობდით, ძალიან გვინდოდა ეს სიმღერა გაგვეკეთებინა. გიო ყველას უყვარს და ყველას ენატრება, თან მისი დაბადების დღე მოდიოდა, ზუკას ვთხოვეთ და მადლობა მათ ოჯახს რომ მოგვცეს ამ სიმღერის შესრულების ნება, ბეწვის ხიდზე უნდა გაგვევლო, სარისკო იყო, მაგრამ რადგან ხალხს მოეწონა ე.ი. გამოგვივიდა.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები…
გელა გნოლაძე & Night Show Band – ზღვა ღელავს
გადაცმის აუდიოჩანაწერი
გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი – მზე ისევ გამთბობს. Live
გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი.
ფოტოები



