„რადიო დუეტს” მომღერალი და ხმის რეჟისორი გიორგი დათიაშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა, როგორც მომღერალმა აღნიშნა ეს ნამუშევარი „მარია” მისი მეგობრის და ყველასთვის საყვარელი რეპერის შავი პრინცის ხსოვნას ეძღვნება – „შავი პრინცის მოგონებებისთვის არის ეს ნამუშევარი, ჩემი დიდი პატივისცემა ამ ადამიანს, ტექსტში ერთი სიტყვაც კი არ შემიცვლია უბრალოდ მისი და ჩემი პარტიაც მე შევასრულე”.
გიორგიმ გადაცემის ფარგლებში სამომავლო გეგმებიც გაგვანდო, სექტემბრიდან მისგან არა ერთ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ, რომელიც ალტერნატიულ ჟანრში იქნება, იგი მეუღლესთან ერთად უკვე მუშაობს წლების წინ დაწერილი ინგლისურენოვანი სიმღერების გადმოქართულებაზე და ფიქრობს, რომ ქართველმა ჯერ ქართული უნდა აკეთოს და შემდეგ უკვე სხვა…
გიო, რატომ გამოგივიდა ხანგრძლივი პაუზა?
თავის მართლებას აზრი აქვს, ვპასიურობ, რას ვიზამ ისეთ სფეროში ვმოღვაწეობ, რომ სხვებს ვემსახურები და საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩება. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მუსიკის კეთებაა, მე მყოფნის რასაც ვაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ მუდმივი შეხება მაქვს ამ სფეროსთან, ჩემი საქმიანობით მუსიკალურ საკვებს ვიღებ.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?
ისტორია უკვე სევდიანია ამ სიმღერის, პირველი ვერსია გავაკეთეთ ჩვენს მეგობარ შავ პრინცთან ერთად, რომელიც დღეს უკვე აღარ არის ჩვენს გვერდი და მისმა წასვლამ უფრო გამიღვივა სურვილი ეს სიმღერა გამეღვიძებინა. სამწუხაროდ მისი ვოკალი არ მქონდა იმისათვის, რომ რიმეიქ ვერსიაში გამომეყენებინა, მაგრამ მე ყოველთვის მემახსოვრება ეს ადამიანი, ასევე ის რომ მასთან ერთად დიდი შრომა გვაქვს ჩადებული ამ სიმღერის გაკეთებაში და არ მინდა მივიწყებას მიეცეს. შავი პრინცის მოგონებებისთვის არის ეს ნამუშევარი, ჩემი დიდი პატივისცემა ამ ადამიანს, ტექსტში ერთი სიტყვაც კი არ შემიცვლია უბრალოდ მისი და ჩემი პარტიაც მე შევასრულე.
როგორია სამომავლო გეგმები?
ახლა შვებულებების პერიოდი მოდის და სექტემბრიდან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ, მივუბრუნდი ჩემს ძველ სიმღერებს, რომელიც ამ დრომდე არსად გაჟღერებულა, ალტერნატიულ სტილშია, მე და ჩემი მეუღლე, გვანცა გადაბაძე, ამ ინგლისურენოვანი სიმღერების გადაქართულების პროცესში ვართ რადგან ვფიქრობთ, რომ ქართველმა ჯერ ქართული უნდა აკეთოს და შემდეგ უკვე სხვა. ასევე იგეგმება რამდენიმე კლიპის გადაღება. ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადი იქნება, მითუმეტეს როდესაც ალტერნატიულ რაღაცას აკეთებ და დღევანდელ ტექნოლოგიურ მუსიკას გინდა დაეწიო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ვფიქრობ, რომ იქნება არ ამხოლოდ საქართველოსთვის მოსაწონი პროდუქტი, როგორც ჟანრობრივად ასევე ხარისხის თვალსაზრისით, აქვე აღვნიშნავ რომ საქართველო ბოლო ხუთი წელია ძალიან მაღალ საფეხურზე ავიდა თუნდაც მოსმენით დონით.
მადლობა სტუმრობისთვის…
გიორგი დათიაშვილი – მარია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი დათიაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


