LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი, არ არსებობს მესამე სცენარი – მიხეილ სააკაშვილი

აგვისტოს ომის შესახებ დასმულ კითხვაზე – წამოეგო თუ არა სააკაშვილი პროვოკაციას და წააქეზა თუ არა ის რუსეთმა, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“

„არა, ეს ასე არ არის. ყირიმის მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი: ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი. არ არსებობს მესამე სცენარი; როდესაც ისინი [რუსეთის ჯარი] უკვე იქ იმყოფებოდნენ, ვინ დაიწყო ომი?“ – აცხადებს სააკაშვილი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, სააკაშვილი ტალიავინის დასკვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა დასკვნამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა.

„მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.