სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დიდუბე-ღრმაღელის ღია მონაკვეთზე მატარებლის მინა ჩაიმსხვრა.
როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, სავარაუდოდ, მატარებელს გარედან ვიღაცამ ქვა ესროლა. მათივე ცნობით, შედეგად ორი მგზავრი დაშავდა.
“ამ ფაქტის შემდეგ, მატარებელი ღრმაღელეს მეტროსადგურში შევიდა და იქ გაჩერდა. ერთ-ერთ დაშავებულს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. მეორე მგზავრიც უკვე გამოწერეს”, – განუცხადეს “ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიაში.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სხვა დეტალები კი ამ ეტაპზე უცნობია.
