ჯერ კიდევ მაისში ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიის 47 წლის პრინცესა მარტა ლუიზა ცნობილ მკურნალსა და შამანს, დურეკს ხვდება. პრინცესამ ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ განაცხადა და კრიტიკოსებსაც უპასუხა. ამჯერად კი პრინცესა შეყვარებულის საქმიანობაშიც ჩაერთო და მასთან ერთად ლექციების კურსი „პრინცესა და შამანი“ დაგეგმა.
ცნობილი ხდება, რომ მარტა ლუიზა სამეფო ტიტულზე უარს ამბობს და ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახთან უკვე შეთანხებულია. შეგახსენებთ, რომ მარტა ლუიზა ნორვეგიის მეფის, ჰარალდისა და დედოფალ სონიას ქალიშვილია. მას პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს.



