პოლონეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი ზურა პირველი რუსეთზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
ზურა ადგილზე იმყოფება და წერს, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად ყველაფერი უკუღმაა:
„რუსეთში მართლა ყველაფერი უკუღმაა:
- შემიშვეს უვიზოდ. სამი დღე შევდივარ და გავდივარ (გემი ამერიკის ტერიტორიაა), არც პასპორტში ჩაურტყამთ ვიზა და არ კაპიკი არ გადამიხდია.
- სიგარეტი Winston, რომელიც საქართველოში 3 ევრო ღირს და ევროპაში 7 ევრო, რუსეთში ღირს 1 ევრო (150 რუბლი).
- ერმიტაჟის ბილეთი on line ღირს 80 ევრო. ადგილზე დაახლოებით 5 ევრო (700 რუბლი).
- ხალხი ისეთივეა, როგორც ყოველთვის: ქუჩის ტუალეტში ბიჭი იფსამდა და ურიგოდ არ გაატარეს: ნიჩივო, მუჟჩინა, ნი უმრიოტე!
- მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი ქალაქია, აქ ვერაფრით ვერ ვიცხოვრებდი ხალხის გამო,“ – წერს ზურა პირველი.
